როდის იტყუება ნაციონალი აქტივისტი – ერთი პირის ორი სრულიად გასხვავებული განცხადება
2018 წლის მაისსა და ივნისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდში მცხოვრებ 100 მოქალაქეს „გარანტიის სერტიფიკატი“ გადასცეს. როგორც ორგანიზაცაში აცხადებენ, აღნიშნული სერტიფიკატების გადაცემა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი პროექტის ფარგლებში მოხდა, რომლის სახელწოდებაა „ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ“.
კერძოდ, 29 მაისს ცნობილი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ინიციატივის შესახებ, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პარტია გეგმავს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საბანკო სექტორისგან დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაუროს, ასევე, საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ვალების გადახდაზე 2-წლიანი მორატორიუმი გამოაცხადოს და ვალის დაბრუნდება იმ კურსით მოხდეს, რა კურსიც ნაციონალური მმართველობის დროს იყო. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროექტში “ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ”, რომელიც მოსახლეობისთვის “გარანტიის სერტიფიკატების” გადაცემას ითვალისწინებს, სავარაუდოდ, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის მოთხოვნები ირღვევა.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პოლიტიკურმა პარტიამ აღნიშნული პროგრამა წამოიწყო საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ხოლო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევნებში გამარჯვება თავისთავად არ გულისხმობს პარტიის ხელისუფლებაში მოსვლას.
გარდა ამისა, „საგარანტიო სერტიფიკატის“ გაცემის დროს პარტია აგროვებს პირის სახელს, გვარს და მის პირად ნომერს, რაც პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება. საინტერესოა, ამ პროცესში ხდება თუ არა პარტიის მიერ ამომრჩევლების ინფორმირება მათი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნების შესახებ” – ვკითხულობთ საიას განცხადებაში განცხადებაში.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ენმ-ს ერთერთი აქტივისტი ინეზა ფარულავა ტელეკომპანია “იმედთან” ორ სრულიად განსხვავებულ განცხადებას აკეთებს. ერთი განცხადების თანახმად მან იმიტომ შეაფსო გარანტიის სერთიფიკატი, რომ მას ბანკის სესხები აქვს და იმ შემთხვევაში თუ ძებნილი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება, მას სესხებს გადაუხნიან.
მას შემდეგ, რაც აღნიშნულ სერთიფიკატთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით და ინეზა ფარულავა გამოკითხვაზე დაიბარეს – მან უარყო მის მიერ გაკეთებული განცხადება და თქვა რომ “ქართული ოცნების” პირობებში მისი ოჯახი დაიჩაგრა და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მას სერთიფიკატი აეღო.




