კლუბ „ოდიში 1919“-ს ,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ უგულშემატკივრა
განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე, მეოთხე ლიგის მატჩი გაიმართა, სადაც საფეხბურთო კლუბმა „ოდიში 1919“-მა, ქუთაისის ,,ტორპედო 2“-ს უმასპინძლა. „ოდიში 1919“-ს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა უგულშემატკივრეს.
საფეხბურთო მატჩი ფრედ ფრედ 2:2 დასრულდა. საფეხბურთო კლუბი ,,ოდიში 1919“ სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს.



![„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში [სრულად]](https://api.stv.ge/uploads/2024/10/463213664_1110233480467449_1093098972334588337_n-960x571.jpg)
