“ნაციონალური მოძრაობის” შტაბის უფროსი პროკურატურაში დაიბარეს
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ანა წითლიძე და მოქალაქე ინეზა ფარულავა რაიონულ პროკურატურაში გამოსაკითხად დაიბარეს. უწყების შენობაში შესვლამდე მათ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს. წითლიძის თქმით, პროკურატურა იმ მოქალაქეებს იბარებს, რომლებზეც მათ საგარანტიო ფურცლები გასცეს. მისივე განმარტებით, ეს ფურცლები, გაერთიანებული ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მოსახლეობას საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში სოციალური პრობლემების მოგვარებას გულისხმობს.
რაც შეეხება მოქალაქეს, რომელიც წითლიძესთან ერთად იმყოფებოდა, ის ამბობს, რომ მას პროკურორი ბადრი ჭკადუა დაუკავშირდა. მისი მტკიცებით, პროკურორმა უთხრა, რომ ენმ-ს მიერ დარიგებული საგარანტიო ფურცლები ამომრჩევლის მოსყიდვა იყო.
ენმ-ს ინფორმაციით, პროკურატურაში ინეზა ფარულავას მსგავსად კიდევ 25-მდე ადამიანია დაბარებული.




