ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ზუგდიდის მერია დახმარებას გაუწევს

ძლიერი ქარის შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, უბირიების ოჯახის საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა.
საცხოვრებელი სახლის სახურავი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულშიც დაზიანდა.
ადგილზე იმყოფებოდნენ სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი გოგი რევია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, დაზარალებულ ოჯახებს პროგრამით გათვალისწინებულ შესაბამის დახმარებას გაუწევს.




