გიორგი ბარამიძე -ჩვენს დროს გირგვლიანის მკვლელები გასამართლდნენ, მაგრამ მაჩალიკაშვილის მკვლელი არ გასამართლებულა!

“ჩვენს დროს გირგვლიანის მკვლელები გასამართლდნენ, მაგრამ მაჩალიკაშვილის მკვლელი არ გასამართლებულა!”, – ამის შესახებ„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუი“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ პატარ-პატარა მხედრიონი ჰყავს, რომელსაც საჭიროებისამებრ იყენებს.
“ხალხს მობეზრდა ლაყაფი. ჩვენს დროს გირგვლიანის მკვლელები გასამართლდნენ, მაგრამ მაჩალიკაშვილის მკვლელი არ გასამართლებულა! დავინახეთ თუ რა პერიფერიებია ამ საქმეში და აქ მარტო მეაბიშვილის გაყვანა კი არა, ბევრი პერიფერია ყოფილა და ვნახეთ, რა კომპრომატები აქვს ამ ადამიანს. ამ ადამიანებს აქვთ თავისი პატარა „მხედრიონები“.
რადგან ამბობს, სად არის „მხედრიონი“?! არა ბატონო, ისე აღარ არის „მხედრიონი“, რადგან ჩვენ გავწმინდეთ კრიმინალი, მაგრამ დაფიქსირებულია, თუ როგორ გაიტანეს ბანკიდან მილიონები, როგორ ეზიდებოდნენ ამას ავტომატიანი ადამიანები. ჯერ გვეგონა მარტო ფარცხალაძე, მერე გაირკვა, რომ სუბელიანი, ახლა გაირკვა ენზელ მკოიანი. ეს არის ძალიან რთული ბრძოლა! ამას ჩვენ არ შევუშინდებით!“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მსგავსი სიახლეები

კახა კალაძე: მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გადამირჩინა შვილები. სტიქიამდე დატოვეს სასტუმრო, მაგრამ იქ რომ ყოფილიყვნენ, უნდა დაეტოვებინათ სამაშველო ღონისძიების დროს, არ უნდა ჩაესვათ ვერტმფრენში და არ გადმოეყვანათ?

მეუფე სტეფანე: არ ვიცი, ვინ რას ურჩევს და უბრძანებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის დაკვეთით არ მოქმედებს და მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს


