ზურაბიშვილის ზუგდიდის შტაბი შეხვედრებს აჯამებს

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდის საარჩევნო შტაბმა 100-ზე მეტი ინდივიდუალური, გაფართოებული და თემატური შეხვედრა გამართა.
მათ შორის კარდაკარის პრონციპით, შეხვედრების ჯგუფმა, რომელიც სხვადასხვა პროფესის ავტორიტეტული ადამიანებისგან შედგებოდა, 70-ზე მეტ ადგილზე შეხვედრა გამართა. რა დროსაც ინდივიდუალური კომუნიკაცია შედგა 10 ათასამდე მოქალაქესთან, გარდა ამისა სოფლებსა და ქალაქის უბნებში ჩატარდა გაფართოებული შეხვედრები.
საარჩევნო კვირის ბოლოს, სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდის საარჩევნო შტაბმა, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან 8 თემატური შეხვედრა გამართა.
მსგავსი სიახლეები

ზურაბიშვილის ზუგდიდის საარჩევნო შტაბი აქტიური კამპანიის ფარგლებში 100-ზე მეტ შეხვედრას გამართავს

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა საარჩევნო კამპანიას აჯამებს


