stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

კულტურა

ბიძინა ივანიშვილის დახმარებით თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოს დაუბრუნდა

23.10.2018 / 23 ოქტომბერი 2018
ბიძინა ივანიშვილის დახმარებით თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოს დაუბრუნდა

თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოს დაუბრუნდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელობისა და ღირებულების სამეფო საგანძური დღემდე არ დაბრუნებულა.

თეიმურაზ მეფის პორტრეტი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახისა და კოლექციის შემადგენელი ნაწილია. პორტრეტის  საქართველოში დაბრუნება ბიძინა ივანიშვილის დახმარებით  მოხდა.

ხელოვნების სასახლის ექსპერტებმა პორტრეტის შესასყიდად 1Stdibs  გალერეასთან დაიწყეს მოლაპარაკება. ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია დაუკავშირდა ფონდ „ქართუს“, რომელმაც სრული – ფინანსური და ორგანიზაციული დახმარება გასწია ნახატის შესაძენად.  რამდენიმე დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, საბოლოოდ, უნიკალური პორტრეტი „ქართუ“ ფონდმა 38,400 აშშ დოლარად შეისყიდა და ხელოვნების მუზეუმს გადასცა.

გარდა იმისა, რომ ქართველი მეფის პორტრეტის საქართველოში დაბრუნება გამორჩეული და უნიკალური მოვლენაა, მას თან ემოციური დატვირთვაც ახლავს, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თეიმურაზმა რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო, ის უკანა გზაზე შეუძლოდ გახდა და გზაშივე გარდაიცვალა და სამეფო ამალამ ქართველი მეფე ასტრახანში დაკრძალა.

მას შემდეგ საქართველო არაერთხელ შეეცადა გვირგვინოსნის სამშობლოში გადმოსვენებას, მაგრამ ეს ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა. ამდენად, პორტრეტის სამშობლოში დაბრუნება განსაკუთრებულ ისტორიულ მოვლენასთან ერთად, სიმბოლურიცაა.

აღსანიშნავია, რომ თეიმურაზი მეფედ   1745 წელს სვეტიცხოველში მას შემდეგ ეკურთხა, რაც 130 წლის განმავლობაში საქართველოში ქრისტიანული წესით არ კურთხეულა არც ერთი მეფე.  ასევე ხაზგასასმელია, რომ 1962 წელს ასტრახანში ქართველი მეცნიერების ჩართულობით გაიხსნა მეფეების აკლდამა, რა დროსაც მეფე თეიმურაზის პრაქტიკულად უხრწნელი ცხედარი აღმოაჩინეს.  მეფის ნეშტს ზუსტად ის სამოსელი ემოსა, რაც ნახატზეა გამოსახული.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით უნიკალური განძი შეუფერხებლად და უსაფრთხოდ დაბრუნდა სამშობლოში. ნახატს საქართველოშიც ჩაუტარდა პირველადი საექსპერტო დათვალიერება და სარესტავრაციო შემოწმება, რითაც სრულად დასტურდება უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნის ყველა პირობა.

თეიმურაზ მეფის პორტრეტი თეატრის, მუსიკის,  კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში  25 ოქტომბრიდან გამოიფინება.  2  დღის  განმავლობაში  მუზეუმის  კარი  ღია  იქნება  ყველა  დამთვალიერებლისთვის  და  მეფე  თეიმურაზ მეორის  პორტრეტის  ნახვა  ყველა  მსურველს  უფასოდ  შეეძლება.  სამეფო საგანძურის დაბრუნებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხელოვნების სასახლეში 24 ოქტომბერს 17:30 გაიმართება.

 

პორტრეტის ისტორია

1761 წლის 8 აპრილს რუსეთში მოლაპარაკებებზე ჩასულმა ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ მეორემ იმდენად მოხიბლა რუსეთის იმპერატრიცა ელისაბედი, რომ მონარქმა რუსეთის საიმპერატორო კარის ყველაზე ცნობილ მხატვარს ალექსანდრე ანტროპოვს (1716-1795) ქართველი ხელმწიფის დახატვა დაავალა.

იმავე წლის 21 ივნისს მეფე თეიმურაზმა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ტიპოგრაფია დაათვალიერა, სადაც მას ანტროპოვის ნახატის მიხედვით გაკეთებული გრავიურა საჩუქრად გადასცეს. ექსპონატის  მარჯვენა კუთხეში წერია რომ ნამუშევრის გრავირება მოხდა ალექსანდრე ანტროპოვის პორტრეტის მიხედვით, ოსტატების – ვინოგრადოვისა და ეფიმოვის მიერ, 1761 წელს.  თეიმურაზის გრავიურა სულ რამდენიმე ეგზემპლიარად შემორჩა, რომლებიც რუსეთის მუზეუმებშია დაცული.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ აღნიშნული გრავიურა დღემდე თეიმურაზის ყველაზე ძველ და ერთადერთ გამოსახულებად ითვლებოდა. მეფის ყველა მომდევნო პერიოდის პორტრეტი (მათ შორის ეროვნულ მუზეუმში დაცული გვიანი ასლი) ზემოხსენებული გრავიურის მიხედვითაა შექმნილი.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ანტროპოვის უნიკალური ტილო დღემდე დაკარგულად ითვლებოდა.  თუმცა მიმდინარე წლის ოქტომბერში მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე  ცნობილმა ონლაინ გალერეამ 1Stdibs-მა 186 ათას დოლარად გასაყიდად გამოიტანა უნიკალური პორტრეტი, რომელზეც დახატული პირი ვინოგრადოვისა და ეფიმოვის მიერ 1761 წელს შექმნილ გრავიურაზე გამოსახული თეიმურაზის იდენტური იყო. დაემთხვა ყველა დეტალი: კოსტიუმი, გაფორმება, ორნამენტები თავსაბურავზე და სამოსზე, სახის ყველა დეტალი.

ლონდონში არსებული Daniel Hunt Fine Art გალერეის ექსპერტების სანდი მალლეტის (Sandy Mallet) და ცნობილი რესტავრატორის ფაბიო მაძოკინის (Fabio Mazzocchini) მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ნახატი დათარიღებული იყო 1760 წლის ახლო პერიოდით, რაც ასევე ზუსტად პასუხობდა ცნობას იმის შესახებ, რომ რუსეთის იმპერატრიცას დავალებით ქართველი მეფის პორტრეტი 1761 წელს სანქტ- პეტერბურგში დაიხატა. ამდენად, საქართველოს ხელოვნების სასახლის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ საქმე გვქონდა უნიკალურ აღმოჩენასთან, კერძოდ, მეფე თეიმურაზის ორიგინალ პორტრეტთან რომელიც დაკარგულად ითვლებოდა.

 

აღმოჩენა უნიკალურია რამდენიმე გარემოების გამო

ისტორიული ძნელბედობის გამო ქართველი მეფეების სულ რამდენიმე თანადროული ფერწერული პორტრეტია  შემორჩენილი. ესენია: მეფე ვახტანგ მეექვსის, მეფე ერეკლე მეორის, მეფე გიორგი მეთორმეტის  და ამჯერად უკვე მეფე თეიმურაზისა.

პორტრეტის განსაკუთრებულ ღირებულებას განაპირობებს მხატვრის ვინაობაც. ალექსი ანტროპოვი რუსული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთ ფუძემდებლად და საერო პორტრეტების გამორჩეულ ოსტატად ითვლება.

ანტროპოვის ფერწერული ტილოები ძალიან მცირე რაოდენობით,  დაახლოებით თხუთმეტ ნიმუშამდეა შემორჩენილი და შედევრებად არის შეფასებული.

პორტრეტის განსაკუთრებულ ღირებულებას განაპირობებს მხატვრის ვინაობაც ალექსანდრე ანტროპოვი რუსული რეალისტური  მხატვრობის ერთ-ერთ ფუძემდებლად და საერო პორტრეტების გამორჩეულ ოსტატად ითვლება. საყურადღებოა ის გარემოებაც რომ ანტროპოვის ფერწერული ტილოები ძალიან მცირე რაოდენობით, დაახლოებით თხუთმეტ ნიმუშამდეა შემორჩენილი და შედევრებად არის შეფასებული.

თეიმურაზ მეორის პორტრეტის საქართველოში დაბრუნება ფონდ „ქართუსა“  და თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან თანამშრომლობას კიდევ ერთი მაგალითია.  „ქართუმ“ 2001-2003  წლებში  დააფინანსა ხელოვნების სასახლის რეაბილიტაციის პროექტი. ასევე,  2017 წელს ფონდის ფინანსური ხელშეწყობით დაიბეჭდა  ინგლისურ-ქართული კრებულის “ერეკლე მეფე ინგლისურ და ბრიტანულ პრესაში” გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ მრავალი წელია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების ჯამური ღირებულება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს. რაც უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციაა ქვეყნის  კულტურის,  ინფრასტრუქტურის  თუ სხვა სექტორებში.

800-ზე მეტი ისტორიული ძეგლის რესტავრირებაზე 100 მილიონი ლარამდე დაიხარჯა.

მხოლოდ მიმდინარე წელს 57 ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელზეც ჯამში 11 მილიონი ლარი იხარჯება.

2015-16 წლებში ფონდის ძალისხმევით საქართველოში დაბრუნდა ფიროსმანის ორი მნიშვნელოვანი ტილო, „არსენალის მთა ღამით“ და „შველი წყლის პირას“, ჯამური ღირებულებით ხუთნახევარი მილიონი ლარი.

წინა პოსტი

სალომე ზურაბიშვილი – კულტურა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა

შემდეგი პოსტი

ევროპის ჩემპიონატზე ზუგდიდელმა გოგა ჩხეიძემ 1 ვერცხლისა და 2 ოქროს მედალი მოიპოვა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სუსი: ვიძიებთ უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით და დაფინანსებით ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს

სუსი: ვიძიებთ უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით და დაფინანსებით ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს

ლონდონის უზენაეს სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილის უპირობო გამარჯვებით დასრულდა

ლონდონის უზენაეს სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილის უპირობო გამარჯვებით დასრულდა

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს