“ევროპული საქართველოს” შემაჯამებელ შეხვედრას სამეგრელოდან 2 ათასი მხარდამჭერი დაესწრება

“ევროპული საქართველო დღეს სპორტის სასახლეში შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრას მართავს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, შემაჯამებელ შეხვედრაზე ზუგდიდიდან 650 ადამიანი გაემგზავრა, ხოლო მთლიანად სამეგრელოს რეგიონიდან 2000 აქტივისტი.
“უკვე გორში ვართ და მალე ჩავალთ თბილისში, სდადაც შემაჯამებელ შეხვედრას დავესწრებით სპორტის სასახლეში. სამეგრელოდან 2000 აქტივისტი მიგვყავს, ხოლო კონკრეტულად ზუგდიდიდან 650 მხარდამჭერი. უდაოა, რომ დავით ბაქრაძე უპირობო ლიდერია საპრეზიდენტო არჩევნებზე”-აცხადებს “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ბათლომე შელია.
მსგავსი სიახლეები

მამუკა მდინარაძე: ვინც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევრორეკომენდაციებს, მას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება და არის საქართველოს ევროპული მომავლის მტერი

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაცია კიდევ ერთმა აქტივისტმა დატოვა






