პარიზს აზიური ფაროსანა შეესია

პარიზის მაცხოვრებლები ქალაქში აზიური ფაროსანას მომრავლებამ შეაწუხა. სპეციალისტების თქმით, მწერებთან ბრძოლის სამსახურებში ყოველდღიურად უამრავი ზარი შედის და ადგილობრივები მათ საკუთარ სახლებსა და ეზოებში მყრალი მწერის აღმოჩენის შესახებ აცნობებენ სპეციალისტებს. ამის შესახებ Independent-ი წერს.
აზიური ფაროსანა გავრცელებულია ჩინეთში, იაპონიაში, კორეაში, ტაივანსა და აშშ-ში, – სადაც ის პირველად 1998 წლის სექტემბერში შენიშნეს. აზიური ფაროსანა ითვლება სოფლის მეურნეობის პარაზიტად. ეს მწერი 2010-2011 წლებში აშშ-ის ხეხილის ბაღების დიდი მავნებელი გახდა. ამჟამად გავრცელებულია ევროპაში (მათ შორის საქართველოშიც).
ფაროსანა საქართველოში, ისევე როგორც საფრანგეთში, პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.




