“ევროპულ საქართველოში” გაწევრიანებულ პირებს ზუგდიდში თავად “ოცნება” ვერ ცნობს

ზუგდიდში ,, ქართული ოცნება” 17 წევრმა დატოვა და ,,ევროპულ საქართველოს” შეუერთდა. ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა. უგულავას თქმით, ეს ადამიანები წლების მანძილზე იყვნენ ქართული ოცნების წევრები, თუმცა მათთვის განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა.
,,მნიშვნელოვანი დღეები დარჩა არჩევნებამდე.მივესალმები ამ ადამიანების გადაწყვეტილებას, ესენი იყვნენ ქართული ოცნების წევრები,მაგრამ რაც ოცნებამ ჩაიდინა, ეს უკუსვლა, ეროზია ჭაობი მთელი საქართველოს მაშტაბით, გარდა ამისა ამ ადამიანებისთვის მძიმე აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა.მისი მხარდაჭერა ნიშნავს კომპრომისს საკუთარ სინდისთან, რადგან სალომე არის ნაღმი, რითაც ოცნება საქართველოს ფუნდამენტს ურღვევს,”_ განაცხადა უგულავამ.
“ის ადამიანები ვინც დაასახელეს დღეს ბრიფინგზე ევროპული საქართველოს წარმოამდგენლებმა, არ არიან პარტია ქართული ოცნების წევრები”,- ასე გამოეხმაურნენ ქართული ოცნების ზუგდიდის შტაბში გიგი უგულავას განცხადებას, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნება” 17 წევრმა დატოვა.
როგორც ზუგდიდის ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე თამუნა ჯიქია განმარტავს, ისინი იყვნენ კოალიციაში შემავალი პარტიების წევრები და ბოლო რამდენიმე არჩევნებია არანაირი კავშირი არ აქვთ ქართულ ოცნებასთან.
“ეს არის მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ეს ის პარტიაა რომლის წევრებმაც ბოლო ორი წელი არ იცოდნენ “ევროპული საქართველოს” წევრები იყვნენ თუ “ნაციონალური მოძრაობის”,-განაცხადა ჯიქიამ.




