მოწერელია: მოსახლეობის მონაწილეობით გავაძლიეროთ კონტროლი მმართველობითი სტრუქტურის ყველა რგოლზე

“ჩვენი მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით გავაძლიეროთ კონტროლი მმართველობითი სტრუქტურის ყველა რგოლზე”-აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ალექსანდფრე მოწერელია. ამ წუთებში გუბერნატორი ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით რადიო “ათინათის” პირდაპირ ეთერში საუბრობს.
“ჩვენი საერთო ინტერესი საბოლოო ჯამში, ეს არის ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების პირობების, მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. როდესაც ჩვენ ვხედავთ ბევრ ნაკლოვანებებს, არ ხორციელდება და ეწინააღმდეგება ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს, ხელისუფლებამ, ეს იქნება ცენტრალური თუ ადგილობრივი, ვალდებულია დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ინტერესი”-განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად არის უფლებამოსილი სამხარეო ადმინისტრაცია კონტროლი განახორციელოს, ალექსანდრე მოწერელიამ უპასუხა.
“მე არც მითქვამს კონტროლს განვახორციელები. მე ვთქვი მოსახლეობასთან ერთად”-აღნიშნა გუბერნატორმა.
მოწერელიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ კარგი ურთიერთობა აქვს საკრებულოს წევრებთან. მისივე განმარტებით, ისინი ერთობლივად ახორციელებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს და შესაბამისად ისმენენ მათ პრობლემებს. ერთ-ერთი შეხვედრა მან სოფელი ჭაქვინჯში დაასახელა, სადაც მასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებიც იმყოფებოდნენ.




