“Peaks of the Caucasus” უნიკალური კლასიკური ავტომანქანების რალი ზუგდიდშია

“Peaks of the Caucasus” უნიკალური კლასიკური ავტომანქანების რალი ზუგდიდშია. კლასიკური ავტომობილების ტურის (Peaks of the Caucasus) ფარგლებში, ზუგდიდში 26 ქვეყნის წარმომადგენელი და უცხოელი ავტოკოლექციონერი ჩამოვიდა ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვია სამოცამდე ბიზნესმენი, რომლებიც ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეს მოივლიან.
რალიში მონაწილე მანქანები მეორე მსოფლიო ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი ავტომობილი Vauxhall-ი 1922 წელს არის გამოშვებული. ინიციატივა „Peaks of Caucasus”-ის შესახებ ბარტ კლაინს ეკუთვნის, რომლის ორგანიზებითაც პირველად 2005 წელს იტალიაში კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით „Via- Flaminia” ჩატარდა.
„Peaks of the Caucasus”-ის მთავარი პარტნიორები არიან: თბილისის მერია, “თი-ბი-სი”, Gulf, სილქნეტი, Tsikolia Watches, United Airports, Altena, Georgian Airways, Sontrop, Anlex Logistics, Prewarcar. რალის დასკვნითი ღონისძიება 14 ოქტომბერს შატო მუხრანში გაიმართება.




