“ზუგდიდში განწყობები არის ყველაზე თბილი”-პრეზიდენტობის კანდიდატი ხვალ ზუგდიდს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ხვალ ზუგდიდში ოფიციალურ წინასაარჩევნო შეხვედრას გამართავს. პრეზიდენტობისკანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას და მხარდამჭერებს საკუთარ საარჩევნო პროგრამას გააცნობს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ხელმოწერების შეგროვების კამპანიის ფარგლებში, 1 სექტემბერს ზუგდიდს სტუმრობდა.
“ზუგდიდში განწყობები არის ყველაზე უფრო თბილი, რაც მქონია სამეგრელოში და ის ხმები, რომ გეშინოდეთ ზუგდიდის, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ტყუილი. ძალიან კარგი განწყობა არის და ეს ყოველთვის ასე იყო. ზუგდიდის მიღება ყოველთვის იყო განსაკუთრებული. აქ არის ნდობა ნებისმიერი ეროვნული ადამიანის მიმართ და ამისთვის მე მადლობელი ვარ”, – აღნიშნა ზუგდიდში სტუმრობისას ზურაბიშვილმა.




