ზუგდიდის მერი მედიის წარმომადგენლებისთვის დღეს ბრიფინგს გამართავს

ზუგდიდის მერი ლაშა გოგია დღეს, დღის მეორე ნახევრისთვის მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ STV-ს ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.
ლაშა გოგია სავარაუდოდ ჟურნალისტებს განუმარტავს “ფარული ჩანაწერების” ისტორიას და დეტალურად გააცნობს საქმის ვითარებას.
სეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში პრაღაში საქმიანი ვიზიტის დროს დაწერა.
„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს“, – დაწერა გოგიამ.




