სუს-ში სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის, ლევან შონიას დაკითხვა მიმდინარეობს

სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია დაკითხვაზე იმყოფება. დიდი ალბათობით, საქმე სკანდალურ ჩანაწერს უკავშირდება, რომელიც ქრთამის აღებას ეხება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი, ლევან შონია საგამოძიებო უწყებაში უკვე სამი საათია იმყოფება და სავარაუდოდ, მისი დაბარება ფარულ აუდიოჩანაწერებს უკავშირდება.
სწორედ აუდიოფაილების გასაჯაროების შემდეგ დატოვა თანამდებობა ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ.
გარდა ამისა, თბილისთან ერთად, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ზუგდიდშიც. საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას მეგობრის და დაცვის წევრის, ზაზა ხასაიას მეუღლემ. ხათუნა ფიფიამ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ კომენტარი არ გააკეთა.




