“მე დამირეკეთ პირდაპირ და მიგიღებთ” -სამეგრელოს გუბერნატორი მოქალაქეებს ქუჩაში ხვდება
სამეგრელოს გუბერნატორს მოქალაქეები ქუჩაში ხვდებიან და მასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს და პრობლემებზე საუბარს ითხოვენ. ერთ-ერთ ასეღ შემთხვევას STV გუბერნიის შენობის წინ შეესწრო.
ალექსანდრე მოწერელია მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ყველას შეხვდებოდა და მათ პრობლემებსაც მოისმენდა.
“არ გინდათ ჩაწერა, მე დამირეკეთ პირდაპირ და მიგიღებთ. მზად ვარ ყველას მოვუსმინო და შეძლებისდაგვარად დაგეხმაროთ პრობლემის გადაჭრაში”,-მიმართა მოქალაქეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბრენატორმა, რომელიც მოადგილესთან, კობა ქანთარიასთან ერთად იმყოფებოდა.
გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც ზუგდიდის გამგეობიდან გაათავისუფლეს. ერთ-ერთი მოქალაქის, ქეთევან ტაბაღუას განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ გუბერნატორი მოუსმენს და არსებული პრობლემებიც მოკლე ხანში გადაიჭრება.
მსგავსი სიახლეები

ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას – სააკაშვილი

ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი სოფელ ობუჯში გზისა და ხიდის მდგომარეობას გაეცნენ


