ანი წითლიძე ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანი წითლიძის განცხადებით, ყველა კორუფციულ სქემას, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ხდებოდა მხარს უჭერდა ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობა, შესაბამისად უნდა გადადგეს საკრებულოს თავმდომარე.
მისივე თქმით, გარდა ამისა, საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ მერიის ყველა აიპის ხელმძღვანლის საქმიანობით. როგორც წითლიძე აცხადებს, ზუგდიდის მერიის ყველა ინიციატივას საკრებულოს თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები მხარს უჭერდნენ.
ცნობისათვის, ანი წითლიძემ აღნიშნულ საკიხზე პრესკონფერენცია ზუგდიდში რამდენიმე წუთის წინ გამართა.




