სოფელ ცაცხვში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ე.წ “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში ერთ-ერთ სუპერმარკეტს ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა ე.წ “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლეს. შემთხვევა 22 სექტემბერს, ღამის 23:45 წუთზე მოხდა. “მოლოტოვის კოქტეილი მაღაზიის აივანზე აფეთქდა და სუპერმარკეტს ცეცხლი გაუჩნდა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.
STV აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ინფორმაციით, წუხელ მომხდარ ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება-განადგურებას გულისხმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.




