იკვეთება თუ არა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ზუგდიდის მერის ბრალეულობა?

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას თემაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ სკანდალი არ გამოუვიდა. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში მერის ბრალეულობა არ დასტურდება. როგორც ბიზნესმენ კვირკვიასა და მერს შორის გამართული დიალოგის ჩანაწერიდან ირკვევა, მერმა არ იცის თუ რა კორუფციაზეა საუბარი. როგორც ამ საუბრიდან ირკვევა, ბინზესმენმა თანხა ვიცე-მერს გია გულორდავას მისცა, ლაშა გოგიასთან კი ამ ინფორმაციის სათქმელად და გულორდავასგან თანხის დაბრუნებისთვის მივიდა.
გთავაზობთ ფარული ჩანაწერს, რომლის ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის:
“კვირკვია: მომისმინე. თქვენ, შენ და გულორდავამ ჩემი ყ… გამიკეთეთ. თქვენ გადამაგდეთ. დღესდღეობით. დღეისათვის… ფული აიღეთ და არაფერი გაგიკეთებიათ. სულ ესაა. არცერთი საქმე არ გაგიკეთებიათ…
გოგია: ვინ აიღო ფული?
კვირკვია: მომისმინე, 10 ათასი დოლარი გულორდავას მივეცი კონვერტით. ჩვენი ლაპარაკის შემდეგ. მომისმინე 11:00 საათზე გადავრიცხე ბანკით.
გოგია: ვის მიეცი?
კვირკვია: გულორდავას გადავურიცხე. ის შენი მოადგილეა. მან მითხრა. მომისმინე. მე უკვე ვთქვი. მომისმინე, იცი რა მითხრა, თქვენ რომ იცოდეთ, მე ვირთხა არ ვარო, ფული მაშინვე მივეციო. შენზე თქვა. ეს პირად საუბარში მითხრა.
გოგია: რატომ არ დაინტერესდი?
კვირკვია: არ დავინტერესდი, ის ხომ შენი მოადგილეა, ჩემი ხომ არ არის?
გოგია: რატომ მიყვირი?
კვირკვია: იმიტომ რომ ნერვები აღარ მაქვს. გოგია: დამშვიდდი. კვირკვია: როგორ უნდა დავმშვიდდე. 4 თვეა მარბენინებთ და ომი გამამართინეთ და ამასთან ერთად ფულის დარიგება წინასწარ მაიძულეთ. როგორ უნდა დავმშვიდდე?”
ეს საუბრის ყველაზე მწვავე ფრაგმენტია, რომელიც „რუსთავი 2“- მა აჩვენა, თუმცა აქ მერის ბრალეულობა არ ჩანს.
ლაშა გოგიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადდება ჯერ არ დაუწერია, ის ოფიციალური მივლინებით ჩეხეთში იმყოფება. გოგიამ განცხადება მხოლოდ სოციალურ ქსელში გააკეთა.




