“მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება”-ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება”-ამის შესახებ ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
“მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს. ლაშა გოგია 12.09.2018 წელი”-წერს სოციალურ ქსელში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია.





