ალექსანდრე მოწერელია რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა და არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია მიიღო.
მუჟავას მკვიდრმა ახალგაზრდებმა სოფლის ეკონომიკური დონის ასამაღლებლად ინდივიდუალურად დამუშავებული კონცეფცია წარმოადგინეს. მათი თქმით, რეგიონის განვითარებისთვის აუცილებელია ტურიზმის ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის განვითარება.
როგორც ახალგაზრდებმა აღნიშნეს, მნიშვნელოვანია მოძველებული ნაგებობების რეაბილიტაცია და მათი ფუნქციურად დატვირთვა. გუბერნატორმა ახალგაზრდებს აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დახმარება აღუთქვა.
ალექსანდრე მოწერელია ახალგაზრდებთან შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.




