ფოთში ქუჩების ორმული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში ქუჩების ორმული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გზა-მშენებელი-13” ახორციელებს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 99 ათას 474 ლარით (დღგ-ს ჩათვლით) ფინანსდება.
ქუჩების ორმული შეკეთების სამუშაოები 31 ივლისს დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე სამუშაოები განხორციელდა შემდეგ ქუჩებზე: სამეგრელოს მოედანი , აკაკის, ბარათაშვილის, ზერაგიას, წმინდა გიორგის ქუჩები.




