სამეგრელოს გუბერნატორის პრეს სამსახურში მერიკო შენგელაია დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის პრეს სამსახურის ხელმძღვანელმა ლიკა ქვარცხავამ ახალი გუნდის დაკომპლექტება უკვე დაიწყო. დღეს პრეს სამსახურში ახალი თანამშრომელი, მერიკო შენგელაია დაინიშნა, რომელმაც ვაკანსიაზე თეონა კვარაცხელია ჩაანაცვლა.
მერიკო შენგელაია მუშაობას დღეიდან შეუდგა.
ცნობისათვის, მერიკო შენგელაია 2014 წლიდან საჯარო სამსახურში იყო. შენგელაია 2017 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრეს სამსახურს ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ ახალი გუბერნატორის დანიშნვიდან რამდენიმე დღეში პრეს სამსახურის თანამდებობა დატოვა ამავე სამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ. მასთან ერთად გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა პრეს სამსახურის ორმა თანამშრომელმა, თეონა კვარაცხელიამ და გოჩა ლემონჯარიამ.




