ზუგდიდის მერია ბოკუჩავების ოჯახს დახცმარებას გაუწევს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, ანაკლიაში, მინდია ბოკუჩავას ოჯახში იმყოფებოდნენ და მათ საყოფაცხოვრებო პირობებს ადგილზე გაეცნენ.
მინდია ბოკუჩავა 3 არასრულწლოვან შვილს მარტო ზრდის. ბოკუჩავები ანაკლიაში, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრებენ და გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობები აქვთ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტსი მერია ბოკუჩავების ოჯახს დახმარებას გაუწევს. მათ პროდუქტები გადაეცემათ, მობილური ჯგუფი საყოფაცხოვრებო პირობებს მოუწესრიგებს. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას კი პედიატრი გაუწევს მეთვალყურეობას.
ბოკუჩავების ოჯახს აქვს მიწა, რომელიც მათ კანონიერ საკუთრებაში არ არის, მერია ბოკუჩავებს საკუთრების უფლების მოპოვებაში დაეხმარება, რაც მინდია ბოკუჩავას საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.




