გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ 2018 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ილაპარაკა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ცესკოში წისაარჩევნო სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ პრეზიდენტობის 36 კანდიდატია წარდგენილი.
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 29 აგვისტოდან დაიწყო. კანდიდატების წარდგენის ვადა კი 8 სექტემბერს იწურება.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.




