“ამის მოთხოვნაც შეუძლებელია…” – რას მიიჩნევს ზუგდიდის მერი შეუძლებლად
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ დღეს რადიო “ათინათის” პირდაპირ ეთერში ახალი გუბერნატორისა და მერების ურთიერთობაზე მოკლედ ისაუბრა. ზუგდიდის მერმა აღნიშნა, რომ არანაირი დაძაბული ურთიერთობა მერებსა და გუბერნატორს შორის არ არსებობს. არჩილ თოდუას კითხვაზე, თითქოს გუბერნატორმა მოსთხოვა რამდენიმე მერს გათავისუფლებაზე განცხადება დაეწერა, ლაშა გოგიამ უპასუხა:
“ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ამის მოთხოვნაც შეუძლებელია”,- განაცხადა ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ.




