სამეგრელოს გუბერნატორმა უკმაყოფილო მოქალაქეები სასაუბროდ ხვალ გუბერნიაში დაიბარა

ზუგდიდის გამგეობის და ააიპ “ცენტრალური ბიბლიოთეკის” ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც “ქართული ოცნების” ოფისთან მთავრობის წარმომადგენლებს თითქმის სამი საათი ელოდებოდნენ, რეგიონის ახალ გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას და თბილისის მერს კახა კალაძეს ესაუბრნენ.
ამასთან ისინი ისინი მოწერელიამ გუბერნიაში დაიბარა და უთხრა, რომ ყველა მათგანს მოუსმენს.
“ორშაბათს თერთმეტ საათზე გელოდებით ჩემთან. ყველას სათითაოდ მოგისმენთ”, – უთხრა მათ გუბერნატორმა.



