ახალმა გუბერნატორმა საკადრო ცვლილებები დააანონსა

სამეგრელო ზემო-სვანეთის ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას საკადრო ცვლილებები დააანონსა და განაცხადა რომ ადგილს შეინარჩუნებს მხოლოდ ის კადრი, ვინც საქმის პროფესიონალია.
ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, დღეიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.



