ექსკლუზივი: სამეგრელოში სამხარეო პოლიციის უფროსის შეცვლა იგეგმება

სამეგრელოში სამხარეო პოლიციის უფროსი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში შეიცვლება. მიზეზად მორიგი როტაცია სახელდება, რომლის მიხედვითაც, მოქმედ სამხარეო პოლიციის უფროსს სამეგრელოდან სავარაუდოდ თბილისში გადაისვრიან. ამის შესახებ STV-ს საკუთარმა ინფორმირებულმა წყარომ ექსკლუზიურად აცნობა.
წყაროს ინფორმაციით, ნიკოლოზ დიასამიძეს სამეგრელოში მისი მოადგილე, ირაკლი ჯიქია ჩაანაცვლებს. ჯერჯერობით უცნობია, განხორციელდება თუ არა როტაცია სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებში.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი სამხარეო პოლიციის უფროსი 27 მარტს დაინიშნა. ნიკოლოზ დიასამიძემ ყოფილი პოლიციის უფროსი, გიგა ზესაშვილი ჩაანაცვლა.




