სალომე ზურაბიშვილი – გაპრეზიდენტების შემთხვევაში სახლიდან ფეხით ვივლი

„მე მინდა, რომ ვიყო სხვა ტიპის პრეზიდენტი, რაც ამ ქვეყანას არ ჰყოლია. მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ. ამ სახლიდან ფეხით ვივლი, როგორც დავდივარ დღეს. ჩემი საყიდელი ბაზარში მე უნდა ვიყიდო და შევხვდე ხალხს“, -აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
ორბელიანის სასახლე ძალიან მომწონს და ის ახალი პრეზიდენტის ფუნქციების შესატყვისია, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დღეს არსებული პრეზიდენტის სასახლე, რომლის აშენებაშიც „ამერიკელებმა დიდი ფული დახარჯეს“, ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დარჩეს.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღევანდელ ავლაბრის რეზიდენციაში უნდა შევიდეს პრემიერმინისტრი, ან საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან კიდევ ამ სასახლეს დიპლომატიური ფუნქცია უნდა მიენიჭოს და გახდეს ადგილი, სადაც მაღალი რანგის სტუმრებს მიიღებენ.




