“პრაიმედის” მოძრავი ლაბორატორია ელექტრონული მუსიკის ფესტივალ ECHOWAVES -ზე
განმუხურში, კერძოდ კი აკვაპარკის ტერიტორიაზე ფესტივალის ფარგლებში სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედი” და მოძრავი ლაბორატორია C ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე მსურველებს უფასო ტესტირებას უტარებს. ანალიზზე პასუხის მიღება იქვე, 15 წუთშია შესაძლებელი.
პროექტი სამედიცინო კორპორაციის მიერ არის დაფინანსებული. როგორც “პრაიმედის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ლელა ქაჯაია STV-თან აცხადებს, აღნიშნული აქცია ფესტივალის დასრულებამდე იფუნქციონირებს.



