“ქართული ოცნების” ზუგდიდის ოფისთან ხმაურია (ვიდეო)
ამ წუთებში ხმაურია “ქართული ოცნების” ზუგდიდის ოფისთან. იქ სადაც შეხვედრა პარტიის ლიდერებთან იმართება, მოვიდნენ ის განაწყენებული ადამიანები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უკანონობაში ადანაშაულებენ.
“ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას. ჩვენი უფლებები შელახულია”,-აცხადებენ ის ადამიანები, რომლებიც გარეთ აქციას მართავენ.
ადგილზე იმყოფება “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთიაც.

