მერია: ფოცხოეწერში წყლის სისტემა რეაბილიტირდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა ფოცხოეწერის მოსახლეობას შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას ხშირი კომუნიკაცია აქვს ფოცხოეწერში მცხოვრებ მოსახლეობასთან, ისევე როგორც მუნიციპალიტეტის ფარგლებში ნებისმიერ დასახლებასთან. ფოცხოეწერის მოსახლეობის მოთხოვნით, პირველ ეტაპზე რეაბილიტირდა საავტომობილო გზა, მოწესრიგდა ჩამდინარე წყლები – ანუ კანალიზაცია.“ – წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მერიისვე ცნობით ფოცხოეწერში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემას ასევე შეადგენდა სასმელი წყლით უზრუნველყოფა.
„ფოცხოეწერის დასახლება სასმელ წყალს 200 მ სიღრმიდან ღებულობს და მას ემსახურებოდა 70-იან წლებში დამონტაჟებული ძრავები, რომლებიც სრულიად ამორტიზირებული გახლდათ. ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან და შეკეთების მომენტში მოსახლეობა უწყლოდ რჩებოდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ სწრაფად მიიღო ამჯერადაც გადაწყვეტილება, ჩატარდა დაპროექტების სამუშაოები და შეძენილ იქნა 2 ახალი ძრავი, რომელიც დამონტაჟდა, გამოიცადა და დღეს მოსახლეობა სრულად იქნა უზრუნველყოფილი”- აღნიშნა გიორგი ხარჩილავამ.
პროექტის ღირებულება 55 ათას ლარს შეადგენს. ფოცხოეწერის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა კი სასმელი წყლით სრულად იქნება უზრუნველყოფილი.“ – წერია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




