stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ისტორიული ამბები

ყულევის ნავსადგური – ჩაძირული გემების “სასაფლაო”

02.03.2024 / 2 მარტი 2024
ყულევის ნავსადგური – ჩაძირული გემების “სასაფლაო”

ჩაძირული გემების იდუმალებით მოცული ამბები კაცობრიობას დროდადრო ქარიშხალივით გადაუვლის. მათი დაღუპვა უპირველესად ადამიანურ დრამებთან, მერე კი სიმდიდრესთან არის დაკავშირებული – ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე უამრავი გემია ჩაძირული იმ ტრაგედიებსა და განძეულობასთან ერთად, რომლებიც მათ თან ჩაიტანეს. ზოგჯერ მათ მალულად განძის მაძიებლები “სტუმრობენ” – ზღვიდან განძის უნებართვოდ ამოღება კანონით მკაცრად ისჯება.

ჩაძირული გემების ისტორია არც ჩვენთვის არის უცხო. შავი ზღვის ტრასები რუსეთის იმპერიამ უფრო გააფართოვა. სწორედ ამ დროს იქცა ფოთთან მდებარე ყულევის ნავსადგური იმპერიის სამხედრო გემების სადგომად და “სასაფლაოდაც”. ჩაძირული გრანდიოზული კრეისერ “კომინტერნის” გასაჩხრეკად სხვადასხვა დროს უამრავი თავზე ხელაღებული მყვინთავი ჩასულა ზღვის ფსკერზე. თუმცა “კომინტერნის” მთელი “ქონება” მხოლოდ 2000-იან წლებში ამოზიდეს პროფესიონალმა მყვინთავებმა. ვინ და რატომ ჩაძირა 150-მეტრიანი გიგანტი, რომელსაც “ტიტანიკსა” და რუსულ 220-მეტრიან “ავრორას” (საიდანაც ბოლშევიკური რევოლუციის დაწყება გვამცნეს) ადარებდნენ, პროფესიონალი მყვინთავი ზურაბ ჯინჭარაძე მოგვითხრობს:

– არა მგონია, ჩვენი ვინმეს შეშურდეს, როდესაც მოვყვები, რატომ ჩაიძირა 1943 წელს გიგანტური “კომინტერნი” და რა იყო ის განძი, რომელიც ყულევის “სასაფლაოში” ჩაატანეს – ეს განძი ამ გემის აგებისას გამოყენებულ სპილენძს წარმოადგენდა. “კომინტერნი” რუსული იმპერიის გიგანტური გემი იყო, რომელიც რუსეთის იმპერატორის ბრძანებით ააგეს 1902 წელს (თავდაპირველი სახელი, 1907წ.-მდე, “Кагул”, 1907წ.-დან -“Память Меркурия”, 1922 წ.-დან “Комитерн”) და პირველ მსოფლიო ომში თურქეთის დასაბომბავად გამოიყენეს. ეს გემი ყულევის ნავსადგურში იდგა და მასზე იმპერიის ყველაზე მრისხანე ტექნიკა იყო განლაგებული. ყულევი რუსეთისთვის სტრატეგიული ნავსადგური იყო ორივე მსოფლიო ომის დროს და გემებს ამ ადგილას საგანგებოდ ძირავდნენ. 2000-იან წლებში, როცა ყულევის ამ გემებისგან გაწმენდა დაგვჭირდა, 17 ჩაძირული მცირე ზომის სამხედრო კატარღა ამოვიღეთ, მაგრამ არა “კომინტერნი” და მასთან ახლოს ჩაძირული “ბეგი”, რადგან ეს უკანასკნელიც 1200-ტონიანი იყო.

– რატომ ძირავდნენ გემებს ყულევში ან “კომინტერნმა” რა დააშავა? 

– “კომინტერნი” ნამდვილად მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ არა ბოლომდე. 1943 წელს ისიც ყულევში მოაცურეს და დამსახურების მიუხედავად, ჩაძირეს. რატომ ძირავდნენ დაზიანებულ გემებს მაინცდამაინც ყულევში, ამას პრაგმატული მიზეზი ჰქონდა – ყულევთან ზღვას ერთვის მდინარე ხობისწყალი, რომელსაც ზღვაში იმდენად ბევრი ქვიშა შეჰქონდა, რომ ზღვის ფსკერს ამაღლებდა და ნავსადგურში სამხედრო გემები ვეღარ შედიოდნენ. ამიტომ ქვიშის მილექვის თავიდან ასაცილებლად ფსკერზე დაზიანებულ გემებს ძირავდნენ. აი, ასე გახდა ყულევი გემების “სასაფლაო”, რომლის ჩაძირული გემებისგან გაწმენდა 2000-იანი წლებიდან დაიწყო. იმ დროისთვის ჩაძირულმა გემებმა ისე აამაღლეს ზღვის ფსკერი, რომ ნავსადგურში ბაქოს ნავთობის გადამზიდი ტანკერები ვეღარ შედიოდნენ. “დასაფლავებული” გემების ამოღებას 16 კაცი შევუდექით, სპილენძის ამოღების უფლებაც სწორედ მაშინ მოგვცეს. ეს ჩვენი ჯილდო გახლდათ იმ დაშავების საფასურად, რაც მყვინთავს ზღვაში შეიძლება დაემართოს, მაგალითად, ყურები ან ფილტვები დაუსკდეს. 16 კაციდან თითომ “კომინტერნიდან” 1.500 ლარის ღირებულების სპილენძი ამოვიღეთ. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი სპილენძი იყო ამ გრანდიოზულ ტიტანზე! თავად “კომინტერნი” და “ბეგი” ვერ ამოვიღეთ.

– რატომ იყო შეუძლებელი ამოღება?

– ჩვენ მხოლოდ 100-ტონიანი მასის ამოსაღები ტექნიკა გვაქვს. თუმცა უფრო მეტიც რომ გვქონოდა, ალბათ, მაინც არ ამოვიღებდით. ამერიკაში 200-ტონიანი საგნების ამოღების ტექნიკა აქვთ, მაგრამ ხშირად არ იყენებენ – გემების ამოღება ზოგჯერ მილიონობით დოლარს მოითხოვს და წამგებიანია, რა თქმა უნდა, თუკი განსაკუთრებული მიზეზი არ არის.

– უკრაინული “სკადოვსკი”, როგორც ამბობენ, 2008 წელს ჩაიძირა. ეს აგვისტოს ომის გამო მოხდა? 

– არა. როგორც ვიცი, გემი თავად ეკიპაჟმა ჩაძირა შეცდომით – ორივე ღუზა ჩაუშვეს, ღამით შტორმი ამოვარდა, ღუზების ჯაჭვები გადაიხლართა, გემი ამოტრიალდა და თავისივე ღუზებს დაემხო, რის შემდეგაც ჩაძირვა დაიწყო.

– არსებობდა კიდევ ერთი გემი, რომელიც ბათუმის პორტიდან გავიდა და გაქრა. ამ გემის მოძიება ჟურნალისტმა გოდერძი შარაშიამ სცადა, თუმცა უშედეგოდ. 1994 წელს ამ გემით 25 კაცს რუსეთში ციტრუსი მიჰქონდა. ნათესავები ამ გემის მგზავრებს დღესაც ეძებენ… 

– შავი ზღვა სხვა ზღვებთან ერთად მრავალ ტრაგედიას ინახავს, რომლის მიზეზსაც, ალბათ, ვერასოდეს გავიგებთ.

© კვირის პალიტრა

წინა პოსტი

Fussballdaten: კვარათი ბაიერნი დაინტერესდა

შემდეგი პოსტი

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის და ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ისრაელის ელჩმა აბაშაში ებრაული სასაფლაო მოინახულა

ისრაელის ელჩმა აბაშაში ებრაული სასაფლაო მოინახულა

ამ წუთებში ხანძარია ყულევის ნავთობტერმინალთან ახლოს

ამ წუთებში ხანძარია ყულევის ნავთობტერმინალთან ახლოს

ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს