ექსკლუზივი: სენაკის მერიაში სახელმწიფო აუდიტი შევიდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურების დოკუმენტაციას სახემლწიფო აუდიტი სწავლობს. ამის შესახებ STV-ს საკუთარმა წყარომ სენაკიდან აცნობა.
STV სენაკის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელს, დონარა ალანიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო აუდითი მათ დოკუმენტაცდიას სწავლობს გეგმიურად და ამაში განსაკუთრებული არაფერია.
“ყველა მუნიციპალიტეტში ხდება მსგავსი შემოწმებები და ჩვენ მოგვიწია შემოდგომაზე. ეს არის ჩვეულებრივი, გეგმიური შემოწმება და ამაში განსაკუთრებული მართლა არაფერია”-განაცხადა STV-თან სატელეფონო საუბრისას დონარა ალანიამ.




