stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

დღის ამბები

კადრებში აღბეჭდილი მწარე რეალობა – როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო სამი დღე გაატარა?!

22.12.2018 / 22 დეკემბერი 2018
კადრებში აღბეჭდილი მწარე რეალობა – როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო სამი დღე გაატარა?!

გაბზარული კედლები, ხავსმოკიდებული სახლის საყრდენი ბოძები, ახდილი სახურავი, ღობის გარეშე დარჩენილი ნამოსახლარი, საღორედ ქცეული საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ფანჯრის გარეშე დარჩენილი ოთახი – ასე გამოიყურება ადგილი, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო სამი დღე გაატარა.

1993 წელი. ლოკაცია ხობის მუნიციპალიტეტი. სოფლის სახელწოდება – ძველი ხიბულა. მასპინძელი კარლო ღურწკაია. რაც დღეს ახსოვს და ხმამაღლა ამბობს არის ის რომ გამთენიისას მეუღლემ გააღვიძა. სახლის მეორე სართულზე “ბიჭები ყვიროდნენ”. ადგილზე მისულმა პრეზიდენტი იატაკზე სისხლიანი ნახა.

თავი მოიკლა თუ მოკლეს?!- ამის შესახებ ვერსიის დონეზეც არ საუბრობს. იგონებს მხოლოდ იმას რომ სამი დღის მანძილზე ზვიად გამსახურდიას მხოლოდ ერთი ჭიქა ჩაითი გაუმასპინძლდა. შემდეგ მოხდა ის რაც მოხდა – 31 დეკემბერი. საეჭვო გარდაცვალება, რომლის შესახებაც პასუხი ვერცერთი ხელისუფლების პირობებში ვერ მოიძებნა. საქმე ახლაც ძიებაშია. საგამოძიებო დეტალების შესახებ უახლოეს მომავალში მოგაწვდით ინფორმაცის, ახლა კი თავად სახლის შესახებ გიამბობთ.

მას შემდეგ რაც, ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში მდებარე კარლო ღურწკაიას სახლში 1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია საეჭვოდ გარდაიცვალა ამ მისტიურ ლოკაციაზე კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა, რამაც ღურწკაიების ხიბულიდან გამოსახლება განაპირობა. სახლი ადამიანების გარეშე დარჩა. თონე გაცივდა. მინდვრებს ასფალტებიც დაეხეთქათ. ღობე მოინგრა. სახლს დააწვიმა. ფანჯრები ჩაიმსხვრა. კარები გასახლებულმა მეპატრონემ თან წაიღო. ერთდაერთი რაც დარჩა და რასაც დრო ინახავს ისტორიაა – ისტორია იმის შესახებ რომ ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო წუთები ამ მისტიურ სახლში გაატარა. სახლში რომელიც ახლა ნასახლარია.

ზუსტად 22 წლის შემდეგ 2015 წლის 31 დეკემბერს სახლი შეიძინეს ეროვნული მოძრაობის წევრებმა, რომელთა სახელით სახლის ახალმა მეპატრონემ ნუგზარ შონიამ 2018 წლის 21 მაისს თხოვნით მიმართა კულტურის სამინისტროს სახლისთვის მიენიჭებინათ კულტურის ძეგლის სტატუსი. 2018 წლის 3 აგვისტოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკა ანთიძის №02/47 ბრძანების საფუძველზე სოფელ ძველ ხიბულაში მდებარე ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს მიენიჭა უძრავი ძეგლის სტატუსი.

საინიციატივო ჯგუფის წევრების აზრით აღნიშნულ ადგილზე უნდა შეიქმნას ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მემორიალური კომპლექსი სახელწოდებით „კოლხური კოშკი ძველ ხიბულაში“. ეროვნული მოძრაობის წევრებმა სახლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, 2016 წელს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას დახმარების თხოვნით მიმართა, თუმცა დღემდე მოლოდინის რეჟიმში არიან.

კადრებში აღბეჭდილი რეალობა მწარეა, სურათი მძიმე – ასე გამოიყურება ადგილი, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო სამი დღე გაატარა.

წინა პოსტი

მესტიაში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

შემდეგი პოსტი

აბაშაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია – დაკავებულია ორი პირი

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

რეფერენდუმის დღე და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე მარტვილშ აღინიშნა

რეფერენდუმის დღე და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე მარტვილშ აღინიშნა

ზუგდიდში რეფერენდუმი ჩატარების დღე და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე აღინიშნა

ზუგდიდში რეფერენდუმი ჩატარების დღე და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე აღინიშნა

როგორ გამოიყურება ზუგდიდი წინასაახალწლოდ? [ფოტო]

როგორ გამოიყურება ზუგდიდი წინასაახალწლოდ? [ფოტო]