მოპარული განძი – “ოქროს ბირჟაზე” გაყიდული ოქროს და ვერცხლის მონეტების ისტორია [ვიდეო]
გიორგი ქაჯაია ერთერთია ვინც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში ორ თანასოფლელთან ერთად საფლავის გათხრისას თიხის ჭურჭელი აღმოაჩინა, რომელიც ოქროს მონეტებითა და სამკაულები იყო სავსე. ახალგაზრდა ამბობს რომ მესაფლავეებმა ნაპოვნი განძი გაინაწილეს. მონეტების ნაწილი გარდაცვლილი მაყვალა კეკელიას ოჯახს გადასცეს, ნაწილი კი ქუთაისში „ოქროს ბირჟაზე“ გაყიდეს.
ისტორიკოსი დობალდ ძაგანია აცხადებს რომ იქ, სადაც მესაფლავეებმა ოქროს მონეტები იპოვეს მეთვრამეტე საუკუნეში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია იყო, რომელიც 30-იან წლებში ბოლშევიკებმა დაანგრიეს. მისივე ინფორმაციით, სწორედ ამ ეკლესიაში მსახურობდა მღვდლად გარდაცვლილი მაყვალა კეკელიას ბაბუა, ანტონ კეკელია, რომელმაც 14 საგანმანათლებო ცენტრი გახსნა სოფელ ბანძაში და მის სახელს არაერთი საგმირო საქმე უკავშირდება.
მარტვილის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი გია ელიავას ვარაუდობს რომ , 21 ნოემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში მესაფლავეების მიერ ნაპოვნი მონეტები ეკლესიის საგანძურს წარმოადგენდა. მისი თქმით, მან შეძლო და ოქროს ბირჟიდან ა.ჭ. დაათმობინა 8 ცალი მონეტა და ერთი ცალი ვერცხლის ბეჭედი ფირუზის თვლით.
მსგავსი სიახლეები

ზუგდიდელმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატიდან ოქროს და ვერცხლის მედლები ჩამოიტანეს
ზუგდიდში, წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს [ვიდეო]


