ირაკლი კაკულია – ახალი პრემიერი ჩვეული თვისებებით ქვეყანას დიდ წარმატებას მოუტანს

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე და “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კაკულია საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. STV.GE უცვლელად გთავაზობთ ირაკლი კაკულიას განცხადებას:
„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მამუკა ბახტაძეს ფინანსთა მინისტრობის და პრემიერად მუშაობის დროს გაწეული ღვაწლისთვის, მან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა დაიწყო. ასევე წარმატება მინდა ვუსურვო ბატონ გიორგი გახარიას, ადამიანს, რომელიც არის დაჯილდოებული ბევრი დადებითი თვისებით.
მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ბატონ გიორგის, თავისი მოღვაწეობის ყველა ეტაპზე შეხება ჰქონდა ფოთთან. (მალთაყვის საკურორტო ზონის განაშენიანების გეგმა, ჰიდრონაგებობა) ჩართული იყო თითქმის ყველა მნიშვნელოვან პროექტში და ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთდა ჩვენი ქალაქისთვის. ახლა ძალიან დიდი ტვირთი ადევს და დარწმუნებული ვარ თავისი ჩვეული თვისებებით ქვეყანას დიდ წარმატებას მოუტანს“-ნათქვამია ირაკლი კაკულიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტს: ჯერ მიხედეთ თქვენს თავს და ქვეყანას, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას

მამუკა წოწერია: ხმა მივეცი ძალას ვინც ქვეყანას მოუტანს და გააგრძელებს მშვიდობას, მოუტანს ღირსებას და კეთილდღეობას


