თეა წულუკიანი – ნაც მოძრაობა ცდილობს ჯარისკაცები აიყოლიონ პროვოკაციაში და არ გამოუვათ

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ჯარმა ყველაზე კარგად იცის როგორც იუსტიციის მინისტრი და იუსტიციის სამინისტრო, ასევე ქართული ოცნების მთავრობა, იყო არის და იქნება მათი ყველაზე ერთგული მხარდამჭერი. ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
,,ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს გვახსოვს ნაციონალური კამპანია. მათი მთავარი მიზანი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია და მასზე განუწყვეტელი დარტყმები რაც უშედეგოდ დასრულდა. ყველამ აღიარა რომ არჩევნები პროფესიონალურ დონეზე ჩატარდა.შემდეგ გაგრძელდა სხვადასხვა ინსტიტუტებზე და დღეს მიმდინარეობს ყოვლად უსირცხვილო დარტყმები იმაზე რაც არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთერთი ფუნდამენტი და ეს არის ჩვენი ჯარი. ნაც მოძრაობა ცდილობს ჯარისკაცები აიყოლიონ ამ პროვოკაციაში და არ გამოუვათ.
ვინ ვინ და ჯარმა ყველაზე კარგად იცის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ასევე ქვეყნის გარეთ იუსტიციის მინისტრი და იუსტიციის სამინისტრო, ასევე ქართული ოცნების მთავრობა იყო, არის და იქნება მათი ყველაზე ერთგული მხარდამჭერი. ჩვენ სხვა მიზანი გვამოძრავებს ასევე -დავამტკიცოთ ქართველების ეთნიკური წმენდა, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და ა.შ.,”- განაცხადა წულუკიანმა.
მსგავსი სიახლეები

თეა წულუკიანი: როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენება და მათთვის პატივის მიგება

თეა წულუკიანი: საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოს ინტერესებს, დიდი ხანია, არ იცავს, ის არ მუშაობს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის


