ანა დოლიძე – აუხსენით ვაშაძეს, რომ ამნისტიას აცხადებს პარლამენტი და არა პრეზიდენტი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.
“აუხსნას ვინმემ ამ კაცს ის, რაც ისწავლება იურიდიული ფაკულტეტის 1 კურსზე: შეწყალებას ახორციელებს პრეზიდენტი ინდივიდუალურად, თითო პატიმრის მომართვის საფუძველზე, ხოლი ამნისტიას აცხადებს პარლამენტი. შესაბამისად, მან რომ გაიმარჯვოს ამნისტიას ვერ გამოაცხადებს, ვინაიდან პარლამემტი დარჩება “ქართული ოცნების” უმრავლესობის ხელში. ამიტომ სანამ ხალხს შეიყვანთ შეცდომაში იურისტებს დაეკითხეთ”, – წერს დოლიძე.
გაერთიანებული ოპოზიცია – “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში, პირველივე დღეს, გამოაცხადებს ამნისტიას იმ მსჯავრდებულთათვის, ვინც სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და მოხმარებაზე იხდის.
მსგავსი სიახლეები

ანა დოლიძე – ვაშაძის პირობა, რომ ახალაიებს და მერაბიშვილს შეიწყალებს ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში

ირაკლი კობახიძე: როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის პირდაპირი ლობირება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ


