სოფელ ინგირში არსებული ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში არსებული ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. ბოროტმოქმედებმა თანხა წაიღეს, სხვისი ავტომობილი გაიტაცეს და ბოლოს ავტომობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩაშონაში დატოვეს.
“ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო. ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები”-აცხადებენ შსს-ში.



