საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა

- საქართველოს ბანიკის ზუგდიდის მთავარ ფილიალში თავდამსხმელი სავარაუდოდ იარაღით შეიჭრა.ვთვითმხილველების ინფორმაციით თავდამსხმელი შიგნით იმყოფება, პოლიციას ამ წუთებში პერიმეტრი გადაკეტილი აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანკში შეჭრილ თავდამსხმელს მძევლად ჰყავს აყვანილი 15-მდე მძევალი, რომელთა შორის არიან როგორც ბანკის თანამშრომლები ასევე ბანკის მომხმარებლებიც.
ამ დრომდე უცნობია რას ითხოვს საქართველოს ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი.



