სანდრა რულოვსი ბესო გაზდელიანს ზონდერად არ მიიჩნევს
“ჩემთან არცერთი ზონდერი არ არის – ასე უპასუხა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ჟურნალისტების კითხვას, იმასთან დაკავშირებით რომ საზოგადოებას ის ადამიანები აღიზიანებენ, რომლებიც მის წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები და რომლებსაც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს მოქალაქეების არაერთი მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.
მაგალითად ბესო გაზდელიანი, ისანი-სამგორის გამგებლის მოადგილე, რომელიც გამოიჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში და მოქალაქეებზე ზეწოლას, შანტაჟსა და მუქარას ახორციელებდა.


