უკრაინის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა [ვიდეო]
![უკრაინის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა [ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2019/08/ScreenHunter-325.jpg)
უკრაინის ნაციონალურმა პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე, ყოფილი ხელისუფლების სამი მაღალჩინოსანი დააკავა. მირიან გოჩაძე და თენგიზ ზანაძე წინა ხელისუფლების დროს შსს-ს მაღალჩინოსნები იყვნენ. მირიან გოჩაძე 2012 წლის ჩათვლით შსს-ს სპეცრაზმის უფროსი იყო და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველო დატოვა. დაკავებულებს შორის არის ლევან ხუციშვილიც.
უკრაინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულები ქალაქ ბორისპოლში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სახლის მეპატრონის ავტომობილი გაიტაცეს. ფაქტზე გამოძიება უკრაინის სისიხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ყაჩაღობა) მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ე.წ. ბოევიკებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.




