ფოთში, ნაბადის უბანში 25 წლის გოგო დაჭრეს

ფოთში ნაბადის უბანში 25 წლის გოგო დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ჭრილობა ქმრის ბიძამ მიაყენა. მედიკოსების თქმით, მას ზედაპირული ჭრილობები აქვს და ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია.
„სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილ 25 წლის ქალბატონი, ნაკვეთი ჭრილობებით, გაეწია პირველადი ამბოლატორიული დახმარება და გაეწერა საავადმყოფოდან“_ განუცხადა სატელეფონო საუბარში STV-ს ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულში ბრალდებული ვ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




