სამეგრელოში, იარაღის უკანონოდ ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა 1967 წელს დაბადებული ვ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამავე ცნობით, პოლიციამ ნივთმტკიცებად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ამოიღო, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




