ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს. ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის მეპატრონე ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს.
შს-ს ინფორმაციით კი საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით,რაც ძარცვას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ფლობენ ინფორმაციას,თუ რა თანხაა წაღებული.




