ვიქტორ ჯაფარიძე – სუბელიანთან მისი და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნით შევდიოდი
,,რუსთავი2″ წერს ამათ და ამათმა იციან თუ რა სიბინძურეში გახვიონ ქვეყანა. ეს არის მათი მეთოდი. ციხეში 5 ან 6 ჯერ შევხვდი სუბელიანს, თუ კიდევ მოითხოვს ჩემთან შეხვედრას კიდევ შევალ არა მხოლოდ მირზა სუბელიანთან, არამედ სხვებთანაც”-ასეთ კომენტარს აკეთებს მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მესტიაში, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან ერთად ამომრჩეველს ხვდებოდა.
“სუბელიანთან მისი და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნით შევდიოდი. 24 შიც ვიყავი. მქონდა ინფორმაცია რომ მძიმე სტრესულ მდგომარეობაში იყო, და გეკითხებით ადამიანი რომლის შვილის გამოც ორი ახალგაზრდა დაიღუპა. არ უნდა მენახა?
“რუსთავი 2″ და მისი დამქაშები მიჩვეული არიან გვამებს და ამას ელოდებიან. მე მაქვს პატიმართან შესვლის უფლება და არ ვარ ვალდებული გავანდო ეს ინფორმაცია სხვას. ამის უფლებას კონსტიტუცია მაძლევს. მე როცა მირზასთან ვიყავი მაშინ შემოვიდნენ ცუხიშვილი და მამამისი. რაც შეეხება ჩანაწერებს გვარაიამ ფაბლიკაცია გააკეთა, როგორ მოხდა პარლამენტის წევრის ვიზიტის ჩანაწერები მათთან? ვინ ჩაწერა? ისევ ნაციონალების ნარჩენები არიან საპყრობილეში და უნდათ რომ იმ რეჟიმში გვაცხოვრონ, თუმცა მათზე ქართველმა ხალხმა თქვა უარი”-აცხადებს მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე.
მსგავსი სიახლეები

სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ მუქარის ფაქტს შსს იძიებს

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება და სიმბოლურია, რომ მისი მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად


