ადამიანის გატაცების ბრალდებით სამეგრელოში 18-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ადამიანის გატაცებას, რომელიც გალში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. აღნიშნული ადამიანის გათავისუფლების სანაცვლოდ კი სოლიდურ გამოსასყიდს ითხოვდნენ.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეტებენ.




