სენაკის მერმა უხუცეს სენაკელ ქალბატონს, ვენერა სალაყაია-ბერაიას 100 წლის იუბილე მიულოცა

სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს, ვენერა სალაყაია-ბერაიას, 100 წელი შეუსრულდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან ერთად, საუკუნის ქალბატონს ესტუმრა, საიუბილეო თარიღი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.




